Saturday, November 3, 2018

შემოდგომა



გაკვეთილის გეგმის ფორმა
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი:  ლალი ხაჩიძე
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური: დაწყებითი საფეხური_მე-5  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  16
გაკვეთილის თემა: აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი“_ ,,ძიძასთან _სოფელ სავანეში“
გაკვეთილი მიზანი:
·         მოსწავლეს გამოუმუშავდეს ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევა (შეძლოს გეგმის შედგენა);
·         შეძლოს ვრცელი შინაარსის გადმოცემა;
·          ამოიცნოს ნაწარმოების თემა და დედააზრი.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ.)
1
A ფაზა-
აქტივობა #1 საორგანიზაციოსაკითხების მოგვარება 
აქტივობის აღწერა: საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი  მოსწავლეებს გაახსენებს ქცევის წესებს  და შეფასების კრიტერიუმებს  ინდივიდუალური და ჯგუფური  მუშაობის დროს,
ცნობს გაკვეთილის  მიზანს.
 აქტივობა #2 წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ აკაკი წერეთლის შესწავლილი ნაწარმოებები და რა იციან  მისი ცხოვრების შესახებ;

კითხვა-პასუხი
მთელი კლასი











პროექტორი





საპრეზენტაციო მასალა
1წთ.














4 წთ.
2
B ფაზა-შინაარსის რეალიზება_
აქტივობა #3 .  გამოწვევა
გონებრივი იერიში_ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სლაიდს,  აცნობს აკაკის სიტყვებს: ,,ყოველი არსი, სულიერი თუ უსულო, ხილული თუ უხილავი, ერთსა და იმავე კანონს ექვემდებარება: იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება“_და სვამს შეკითხვებს: 1)რა ვუწოდოთ ბუნების ამ კანონს?
2)რა არის ავტობიოგრაფია?
3) უყვართ თუ არა ისეთი ნაწარმოებების კითხვა, სადაც ავტორი საკუთარ თავზე საუბრობს? თუ წაუკითხავთ ასეთი ნაწარმოები?
4) მასწავლებელი მოსწავლეებს დააკვირვებს ტექსტის სათაურზე და ეკითხება: რაზე იქნება საუბარი ტექსტში?
კითხვა-პასუხი

















მთელი კლასი



















პროექტორი




სლაიდი_ დანართი1










2წთ.























3




აქტივობა #4 მხატვრული ტექსტის კომენტირებული კითხვა -მასწავლებელი კითხულობს ტექსტის დასაწყისს, აგრძელებენ  მოსწავლეები,   აიხსნება გაუგებარი ლექსიკა.
მასწავლებელი ამოწმებს,გამართლდა თუ არა ვარაუდი სათაურის შესახებ.
კითხვა-პასუხი

ინდივიდუალუ-რი

მთელი კლასი
სახელმძღვა-ნელო
10წთ.
4
ქტივობა #5 გამოკრებითი კითხვა
აქტივობის აღწერა:  მასწავლებლის  შეკითხვებით ამოწმებს ტექსტის გაგებას.  მოსწავლეები დაიმოწმებენ სათანადო ადგილებს ტექსტიდან.

1)როგორ არის აღწერილი აკაკის სახლი?
2)რომელ ისტორიულ ჩვეულებაზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას?
3) რა დამოკიდებულება აქვს ავტორს მის მიმართ? (მოსწონს თუ არა, რატომ?)
4)რა იყო ,,ძიძაობის“ მთვარი ,,მიზეზები“ და ,,საფუძველი“?
5)აღწერეთ  სოფელი სავანე.
6)როგორ ცხოვრობს გლეხის ოჯახი?
7)როგორ ახასიათებს აკაკი ყმაწვილის გრძნობა-გონებას?
8)თავისი ცხოვრების რომელ სამ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირებს მწერალი ძიძის სოფელს?

კითხვა-პასუხი


მთელი კლასი

7წთ.
5
აქტივობა #6 დიალოგი ტექსტთან
აქტივობის მიზანი
ტექსტის  სქემაზე მუშობა,დიალოგი ტექსტთნ,გეგმის შედგენა, წერის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად,ურიგებს ბარათებს, აცნობს დავალების პირობას. მოსწავლეები  ადგენენ გეგმას და წარმოადგენენ პრეზენტაციას. 
ტექსტის  სქემაზე  მუშაობა
ჯგუფში
სქემა




დანართი-2                 
8წთ.
7
C  ფაზა_ რეფლექსია
აქტივობა #7  შინაარსის გადმოცემა
აქტივობის მიზანი: შინაარსის ვრცლად გადმოცემა
მოსწავლე გადმოსცემს ეპიზოდის შინაარსს,მაგალითად, გლეხის ოჯახის ცხოვრება

აქტივობა #8- ძირითადი იდეების შეფასება
 მოსწავლეები ასახელებენ ტექსტის თემასა და ძირითად სათქმელსმაასწავლებელთან ერთდ ავსებენ მიზეზზისა და შედეგის რუკას; 
მსჯელობენ, რატომ უნდა ურჩიონ  სხვას წაიკითხოს,,ჩემი თვგადასავალი“ 

ეპიზოდის
შინაარსის თხრობა









შეჯამება
ინდივიდუალუ-რი









მთელი კლასი












მიზეზშედეგობრივი კავშირის რუკა
დანართი 3
6წთ.








5წთ
8
აქტივობა #9 შეფასება / თვითშეფასება
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს. (განმავითარებელი შეფასება)
აქტივობისაღწერა:  მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარს
საშინაო დავალება-
წერითი დავალება_ ,,ერთი ჩვეულებრივი დღე  ჩემს ოჯახში“
უკუკავშირი
ინდივიდუა-ლური


დანართი 4



თვითშეფასების კითხვარი_
დანართი 5



პროექტორი
2წთ.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ.დაწყ.(I).1.   სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
ქართ.დაწყ.(I).7.   სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებულიინფორმაციის (მაგ. ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
ქართ.დაწყ.(I).9.  წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
შეფასება:
v  მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე;
v  მასწავლებლის დაკვირვება მუშაობის პროცესზე (განმავითარებელი შეფასება)


შეფასების კრიტერიუმები:
დანართი  1_
·         გამართული მეტყველება
·         არგუმენტირებული მსჯელობა
·         ჯგუფში მუშაობა
·         თანამშრომლობა
·         მოსმენა
·         დროის ლიმიტის დაცვა
   დანართი - 2                  ტექსტის სქემა
ტექსტის ნაწილები
საიდან სადამდე  (მიუთითეთ აბზაცი)


1.       შესავალი





2.       შუა ნაწილი





3.       დასასრული

                     დიალოგი ტექსტთან:
1.       რის შესახებ მოგვითხრობს ტექსტი?
2.       რა გავიგეთ შესავლიდან?
3.        რა გავიგეთ ძირითადი  ნაწილიდან?
4.       რა გავიგეთ დასასრულიდან?

შეკითხვები ორ ან სამსიტყვიან წინადადებებზე დაიყვანეთ და
                         ჩაწერეთ სქემის სახით:

1.__________________________________________________________________

2.__________________________________________________________________

3.__________________________________________________________________  

             4.__________________________________________________________________

დანართი 3  გაძიძავების მიზეზი და შედეგები ,,ჩემი თავგადასავლის“                                            მიხედვით


  


დანართი 1










დანართი-4  ჯგუფური  მუშაობის  შეფასება
კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი

ჯგუფის  მუშაობაში  წვლილის  შეტანა

შეაქვს  წვლილი  ჯგუფურ  მუშაობაში, გამოთქვავს  მოსაზრებებს და სხვის  აზრსაც  ისმენს.თავს  ართმევს  დავალებას.
იშვიათად  შეაქვს  წვლილი  ჯგუფურ  მუშაობაში.  გამოთქვამს  მოსაზრებას
არ  შეაქვს  წვლილი  ჯგუფურ  მუშაობაში.  არ  მონაწილეობს  საკითხის  გარშემო  მუშაობაში.
ერთმანეთის  მოსმენა

გულისყურით  უსმენს  ჯგუფის  წევრებს,  იცავს  რიგითობას.

უსმენს  ჯგუფის  წევრებს
არ  უსმენს  ჯგუფის  წევრებს
მხოლოდ  საკითხის  გარშემო  იდეების  გაცვლა-გამოცვლა

მხოლოდ საკითხის  გარშემო მსჯე-ლობს, სხვის  აზრს  პატივისცემით  ისმენს და წესების  დაცვით ცვლის  ჯგუფში აზრს.
მხოლოდ  საკითხის  გარშემო  ფიქრობს
მთავარი  საკითხის  გარდა  სხვა  თემებსაც  ეხება
პრეზენტაციის  დროს  მთავარი  იდეის  წარმოჩენა
პრეზენტაციის  დროს  ყოველთვის წარმოაჩენს  მთავარ  იდეას.

პრეზენტაციის  დროს  ნაწილობრივ  წარმოაჩენს  მთავარ  იდეას
პრეზენტაციის  დროს   ვერ წარმოაჩენს  მთავარ  იდეას
დროის  ლიმიტი
ყოველთვის  იცავს  დროის  ლიმიტს.
იშვიათად  იცავს  დროის  ლიმიტს
ვერ   იცავს  დროის  ლიმიტს

დანართი-5  თვითშეფასება
        რუბრიკები
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
ვმეტყველებ გამართულად


მსჯელობას ვასაბუთებ არგუმენტებით


ვითვალისწინებ განსხვავებულ აზრს


ვუსმენ  მასწავლებელს, მეგობარს


ვიცავ დროის ლიმიტს




                                             ხელმოწერა:   ლალი ხაჩიძე