სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: ასე უყვარდათ საქართველოში...
პროექტის მთავარი იდეა: ქართველი რომანტიკოსების
ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეთა ნაკლები
წიგნიერება. ისინი არ იცნობენ ქართველ
მწერალთა ცხოვრებასა და შემოქმედებას. სასწავლო პროექტებზე მუშაობისას მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ ქართველი
რომანტიკოსების ცხოვრებას, მათი შემოქმედების ძირითად პრინციპებს, ეპოქის სოციალურსა
და კულტურულ ვითარებას; გაუჩნდებათ სურვილი გაეცნონ მომდევნო თაობის დიდი მოღვაწეების ცხოვრებასა და
შემოქმედებას.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა
ინტერესის გაზრდა_ გაეცნონ მე-19 საუკუნის ქართველი რომანტიკოსების ცხოვრებასა და შემოქმედებას,
დაინტერესდნენ მათი პოეზიით, პირადი ცხოვრებით, შეიყვარონ წიგნი, გაიგონ, როგორ უყვარდათ
სამშობლო, შეიტყონ მათი დამოკიდებულება ამ მშვენიერი გრძნობის მიმართ.
მონაწილეთა ასაკი: მე-11
კლასის მოსწავლეები.
ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც
შეიძლება შეიქმნას:
კედლის გაზეთები, ბუკლეტები, ლიტერატურული ღონისძიება.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
რომანტიკოსთა
ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ლიტერატურა, კომპიუტერი, პროექტორი, საკანცელარიო
მასალები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I კვირა
გამოწვევა: ვაჩვენებ სლაიდს ქართველი რომანტიკოსების
შესახებ.
მოსწავლეები შეაჯამებენ ექსკურსიას, რომელიც მოვაწყვეთ
ნიკოლოზ ბაარათშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში,
სადაც გაეცნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრების ამსახველ მასალას, გაიხსენებენ ქართველი
რომანტიკოსების ცხოვრების დეტალებს და დავსვამ კითხვას, რა აინტერესებთ დამატებით იცოდნენ მათ შესახებ.
გავაცნობ
პროექტის თემას და დავყოფ კლასს ჰეტეროგენულ ჯგუფებად. ჯგუფებში შევიმუშავებთ პროექტის გეგმას,
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმავ შესაბამის აქტივობებს; გავუნაწილებ დავალებებს შესაძლებლობების მიხედვით
და მივუთითებ წყაროებს.
II კვირა
შევაჯერებთ
ინფორმაციას ჯგუფებში (ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის)
ცხოვრების შესახებ. განვიხილავთ ბუკლეტისა და გაზეთებისათვის შერჩეულ მასალას, პოეტურ
და მუსიკალურ ნაწარმოებებს ღონისძიებისათვის.
III კვირა
კედლის
გაზეთებსა და ბუკლეტებზე მუშაობა, ღონისძიებისათვის მზადება ;
IV კვირა
ღონისძიებისათვის
მზადება და ჩატარება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან: ისტ.
ქართ. XI. 1.
·
წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·
ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·
წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·
მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·
საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·
იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას, მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
·
ასრულებს საკომუნიკაციო დავალებას იმიტირებულ სიტუაციებში (როლური თამაშები, თეატრალურ-იმპროვიზაციული წარმოდგენები, ინტერვიუს აღება და სხვ.).
ქართ. XI. 3.
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები
·
ამოიცნობს და იყენებს ზეპირი ენის რიტორიკულ საშუალებებს: ამა თუ იმ პიროვნების ან ფაქტის შთამბეჭდავად დახასიათება, დამაჯერებელი არგუმენტაციით მსმენელის დარწმუნება, კონკრეტული მოვლენის ან პიროვნების განსჯა (გამართლება / გამტყუნება, გამამართლებელი / გამამტყუნებელი არგუმენტის ან საბუთის მოძიება და წარმოდგენა, მოსმენილი ტექსტის ფარგლებში ტყუილის დადგენა და გამოაშკარავება);
·
მსმენელის დაინტერესებისა და პროცესში ჩართვის მიზნით მიმართავს დიალოგურ მეტყველებას (რთავს მსმენელს მსჯელობის პროცესში, მიმართავს აუდიტორიას შეკითხვებით, მათ შორის - რიტორიკულით, აუდიტორიას გამოიწვევს შეკითხვების დასასმელად და ა. შ.);
·
ისტ-სლაიდშოუს
მომზადება
პროექტის ხელმძღვანელი: ქ. რუსთავის მე-10
საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ხაჩიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xachidze.lali.@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ლალის ისტ-ს გამოყენება
No comments:
Post a Comment